გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი გამართეს
14-01-2019
ხონის მუნიციპალიტეტის გორდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი გამართეს. სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სანახაობით სკოლაში ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. იხილეთ ფოტოები