ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
14-01-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „პირველი ნაბიჯების“ ინიციატივით მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა. კლუბის წევრებმა ტკბილეული მოაგროვეს, საახალწლო საჩუქრები მოამზადეს და ბავშვებს გადასცეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები მსგავს აქციებს მომავალშიც გეგმავენ. იხილეთ ფოტოები