ტირძნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში იმყოფებოდნენ
11-01-2019
გორის მუნიციპალიტეტის, ტირძნისის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში იმყოფებოდნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა სპექტაკლი „კარლსონი“ ნახეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა აღფრთოვანებულებმა დატოვეს დარბაზი.

„რამდენიმე წელია სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრთან. სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, დამრიგებელი და დირექციის წევრები თეატრში სპექტაკლს - „კარლსონი“ დაესწრნენ. აღფრთოვანებულმა მოსწავლეებმა მადლიერებით დატოვეს თეატრის დარბაზი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203