გელათის საჯარო სკოლაში პროექტის „ჩვენი დიდი წინაპრები“ პრეზენტაცია გაიმართა
11-01-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტის „ჩვენი დიდი წინაპრები“ (თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული და გიორგი ბრწინვალე) პრეზენტაცია.

პრეზენტაციაში მე-5 კლასის მოსწავლეები (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელისო მაწკეპლაძე) მონაწილეობდნენ. 

მონაწილეებმა წარმოადგინეს მასალები powerpoint-ის ფორმატში, ისაუბრეს დიდ თამარზე, დემეტრე თავდადებულსა და გიორგი ბრწყინვალეზე, გაიხსენეს საქართველოს წარსული, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს სცენები. 

ბოლოს მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას აჩვენეს მათ მიერვე დამზადებული კედლის გაზეთები.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203