დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში საახალწლო განწყობის შესაქმნელად ღონისძიებებში მთელი სკოლა ჩაერთო
11-01-2019
დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებები დასასრულს მიუახლოვდა.
ღონისძიებებში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულები და ერთად ზრუნავდნენ საახალწლო განწყობის ამაღლებაზე.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა პედაგოგი ეკა ჭიკაძე, რომელმაც ინგლისურის პედაგოგ, ლელა თულაშვილთან ერთად მრავალი ღონისძიება გამართა.
„მოსწავლეებმა მორთეს ნაძვის ხე, მონაწილეობდნენ აქციაში „არ მოჭრა, მორთე“, პედაგოგების დახმარებით გაალამაზეს კლასები და დერეფნები. სკოლაში ასევე, ჩატარდა ნიკა კირაკოზაშვილის სახელობის ინტელექტუალური თამაში, ხოლო მოსწავლეთა ნამუშევრები გაიგზავნა გამოფენაზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
დიდი ჩაილურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ეკა ჭიკაძეს და წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს