თბილისის N133 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანიაში - „ნუ მოჭრი - მორთე“ ჩაერთნენ.1
ე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ფიქრია გოდერძიშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლოდ სკოლის ეზოში მდგარი ნაძვის ხე მორთეს.
„გადავდოთ ერთმანეთს სიკეთე და ამით გამოწვეული სიხარული. ვიზრუნოთ სამყაროზე და ერთმანეთისთვის უფრო კარგი მომავალი შევქმნათ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.
იხილეთ ფოტოები სრულად