აწყურის საჯარო სკოლაში სემესტრის შემაჯამებელი „წიგნფართი“ გაიმართა
10-01-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლაში მერვე კლასის მოსწავლეებმა ტრადიციული წიგნფართი მოაწყვეს. 

ლიტერატურულ საღამოზე, რომელსაც კლასის დამრიგებელი ქეთევან დუგლაძე ხელმძღვანელობდა, მოსწავლეებმა ლიტერატურულ-შემოქმედებითი წრის მუშაობა შეაჯამეს. 

აღსანიშნავია, რომ ამ წრეს „მერანი“ ჰქვია და ეს ღონისძიებაც ნიკოლოზ ბარათაშვილს მიეძღვნა.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა წრის მუშაობის ფარგლებში გაზეთი „მერანი“ გამოუშვეს და კიდევ აპირებენ სხვადასხვა მასალის წარმოდგენას. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203