ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქიმიისა და მათემატიკის ოლიმპიადაში გაიმარჯვეს
10-01-2019
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადებში აქტიურად მონაწილეობენ.
სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ერეკლე ბაგრატიონი, ლუკა დუმბაძე და გიორგი
ვარშალომიძე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მიერ ორგანიზებული საგნობრივ, ქიმიისა და მათემატიკის ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა კონკურსს წარმატებით გაართვეს თავი და გაიმარჯვეს.
ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და მომავალში წინსვლას უსურვებს.