დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს
10-01-2019
დაბა ხულოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „აქტიური მოქალაქე“ (კლუბის ხელმძღვანელი: პედაგოგი მზია აბულაძე) წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

აქციის „ვიცხოვროთ სუფთა გარემოში“ ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და მოუწოდეს საზოგადოებას გაფრთხილებოდნენ ბუნებას. 

„აქციის მიზანიც სწორედ ეს იყო, რაც უფრო ნაკლები ნაგავი იქნება ჩვენ ირგვლივ, მით უფრო სუფთა გარემო გვექნება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, კლუბის წევრებს შემოუერთდა „საქართველოს მოხალისეს“ წევრი ქეთი აბულაძე და სკოლის უამრავი მოსწვლე. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203