ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს „საახალწლო ზღაპარი“ წარუდგინეს
10-01-2019

იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. 

სადღესასწაულო სანახაობა მე-2 კლასის მომსწავლეებმა გახსნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეორეკლასელებმა, დამრიგებელის ეკატერინე ძიგრაშვილის ხელმძღვანელობით „საახალწლო ზღაპარი“ წარმოადგინეს, თემატური ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.

„ჩვენ ვიხილეთ ულამაზესი „საახალწლო ზღაპარი“ ბევრი სიხარულითა და ღიმილით. პატარები დიდი მონდომებით კითხულობდნენ ლექსებს და მღეროდნენ საახალწლო სიმღერებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებაზე მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი წელი მიულოცა სკოლის დირექტორმა მურად ჯიშკარიანმა. 

ღონისძიების ბოლოს მეორეკლასელები დასაჩუქრდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203