„სკოლა ქართულის“ მოსწავლეებმა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს
10-01-2019
ბათუმის კერძო სკოლა „სკოლა ქართულის“ მეათე კლასის მოსწავლეებმა გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ განიხილეს.
გაკვეთილი თემაზე „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“ ქართულ ენასა და ლიტერატურაში პედაგოგმა მაია ბარამიძემ ჩაატარა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეაჯამეს გრიგოლ ხანძთელის განვლილი გზა, იმსჯელეს ისტორიულ
ტაო-კლარჯეთში აშენებულ ეკლესია-მონასტრებზე, ისაუბრეს რატომ უწოდა
ჰაგიოგრაფმა გრიგოლს „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“ და ხუედიოს
მხოლოდ „ზეცისა ანგელოზი“, ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია და საინტერესოდ
განიხილეს გრიგოლ ხანძთელის მნიშვნელობა იმდროინდელი ქვეყნის პოლიტიკურ
ცხოვრებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს