„ძალიან მიყვარს ეს საიტი, ის გვეხმარება მეტი ვისწავლოთ“- თბილისის N106 სკოლის მესამეკლასელებმა izrune.ge-ს ვიდეორგოლი მიუძღვნეს
10-01-2019

თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა Izrune.ge-ს ვოდერგოლი მიუძღვნეს.

სკოლის აღსაზრდელები ვიდეორგოლში მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური საიტის შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ საუბრობენ და თანატოლებს ურჩევენ izrune.ge-ს გონების განმავითარებელი ტესტები გააკეთონ.

„გირჩევთ izrune.ge-ს ტესტები გააკეთოთ, რადგან ის გონებას გვივითარებს, მშობლებთან მეტ ურთიერთობას ვსწავლობთ და ტექნიკას ვეჩვევით“,-ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

„ძალიან მიყვარს ეს საიტი, ის გვეხმარება მეტი ვისწავლოთ. კარგი სახელიც აქვს, იზრუნე ნიშნავს, რომ გიყვარს ადამიანი, სიყვარული კი ძალიან კარგი თვისებაა. არცერთი ტესტი არ გამიცდენია, გირჩევთ რომ თქვენც გააკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან სახალისოა, აზარტულია. ვფიქრობ, ყველა უნდა დერეგისტრირდეს izrune.ge-ზე, იზრუნეთ თქვენს თავებზე და ყველაზე“,- დასძენს მეორე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203