გელათის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო ჩატარდა
10-01-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო „იქნებ აკვანში ის ყმა წევს...“ ჩატარდა.

საღამოში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელიზა ფრუიძე ხელმძღვანელობდა. 

საღამოს მონაწილეებმა ისაუბრეს ილია ჭავჭავაძეზე, მის იდეებსა და შემოქმედებაზე, ასევე, წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს სცენები და შეასრულეს ილიას ლექსებზე შექმნილი სიმღერები. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203