კარწახის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიებები მეორე კლასის საღამოთი დასრულდა
09-01-2019
საახალწლო ღონისძიებათა სერია კარწახის საჯარო სკოლაში მეორე კლასის ხელმძღვანელის, ვართითერ მოსოიანის საახალწლო საღამომ დააგვირგვინა.
საღამოზე ტრადიციულად ერთმანეთს ენაცვლებოდა ლექსები, სიმღერები და ცეკვები.
„ბედნიერი პატარები ლამაზად ასრულებდნენ ნომრებს. ქალბატონმა ვართითერმა მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას დიდი მადლობა გადაუხადა და მიულოცა ახალი წელი. მშობლებმა კი ღვაწლმოსილ პედაგოგს დიდი მადლობა გადაუხადეს და გამოთქვეს სურვილი, რომ ხშირად ჩატარდეს მსგავსი საინტერესო ღონისძიებები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, მშობლებმა ისიც აღნიშნეს, რომ მასწავლებელს ყოველთვის გვერდით დაუდგებიან და ყველაფერში დაეხმარებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს