კერძო სკოლა „მერმისის“ მოსწავლეებმა პროექტი - „ჩემი მათემატიკური ნაძვის ხე“ განახორციელეს
08-01-2019
თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ VI კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის პედაგოგის თამუნა გოგიშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩემი მათემატიკური ნაძვის ხე“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი მათემატიკური ნაძვის ხეები წარმოადგინეს.
„თითოეული რესურსი გამდიდრებული იყო მათემატიკური ინსტრუმენტებით. საინტერესოდ წარიმართა მოსწავლეებს შორის ინტერაქციაც. ყველა დადებითი ემოციით იყო დახუნძლული , როგორც მონაწილეები ასევე დამსწრე საზოგადოება. აი, ასე მათემატიკურად და ორიგინალურად მოგვილოცეს მოსწავლეებმა ახალი წელი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს