თბილისის N76 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებულ საახალწლო ტრადიციებს გაეცნენ
04-01-2019
თბილისის N76 საჯარო სკოლის 1გ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის ირმა ქუფარაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში იმყოფებოდნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელებმა XIX საუკუნეში აგებული ულამაზესი სასახლე დაათვალიერეს და მუდმივმოქმედ საგამოფენო დარბაზებში წარმოდგენილი მრავალრიცხოვანი ექსპონატები ნახეს. მოსწავლეები ასევე მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ.
„მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებოდნენ სამოსის დარბაზებს, დიდი იაკობ გოგებაშვილის ნივთებს, ასევე გაეცნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებულ საახალწლო ტრადიციებს. თავიანთი პატარა ხელებით ნაძვის ხის სათამაშოებიც შექმნეს. ვიზიტი საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს