მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მიგრანტთა დღე აღნიშნეს
04-01-2019
მარტვილის N1 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელმძღვანელი ლელა გეგია) მიგრანტთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიება ისტორიის გაკვეთილზე გაიმართა.
გაკვეთილზე ნორჩ ისტორიკოსთა კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე „საქართველოს ემიგრანტები“.
ასევე, კლასში მოეწყო ფილმის ჩვენება, რომლის შემდეგაც ჩატარდა დისკუსია.
მსოფლიოში მიგრანტთა ყოველწლიურად მზარდი რაოდენობის გათვალისწინებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს 18 დეკემბერი გამოაცხადა ემიგრანტთა საერთაშორისო დღედ, რომელიც მას მერე მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს