სამღერეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
04-01-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სამღერეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარსდგნენ, თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.

ღონისძიებას ნინო შავაძე, გივი ადაძე და რეზო აბულაძე ხელმძღვანელობდნენ.
ღონისძიების ბოლოს სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს ახალი წელი სკოლის დირექტორმა იამზე მელაძემ მიულოცა. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ კი 1-ელ - მე-4 კლასის მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203