ვანის N2 საჯარო სკოლაში შავი ზღვის ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს
04-01-2019
ვანის N2 საჯარო სკოლაში ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში IX კლასის მოსწავლეებმა პროექტი „შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა“ განახორციელეს. 

პროექტს გეოგრაფიის მასწავლებელი ირმა შაპოვალოვი ხელმძღვანელობდა. 

„ვისაუბრეთ შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, როგორიცაა სანაპიროს დაბინძურება, ზღვაში ნავთობის ჩაღვრა, რაც საშიშროებას უქმნის არამარტო ზღვისპირა ქალაქებს, არამედ მთლიანად ცოცხალ სამყაროს. ასევე, დავამზადეთ პოსტერები, რათა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო ის პრობლემები, რაც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას“ - აღნიშნეს სკოლის მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203