დაბა ხულოს საჯარო სკოლაში ჭადრაკის წრე აქტიურად ფუნქციონირებს
04-01-2019
დაბა ხულოს საჯარო სკოლის ჭადრაკის წრის „ნორჩი მოჭადრაკეების“ ხელმძღვანელმა ზურაბ მელაძემ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა.
წრის შეხვედრაში IIIა და IIIბ კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ამოხსნეს დაფაზე დაწერილი ამოცანები, შემდეგ კი ერთმანეთს შეეჯიბრნენ.
„მოგეხსენებათ, ჭადრაკის თამაში მოითხოვს აზროვნებასა და ფიქრს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, პატარა ონავრებმა კარგად გაართვეს თავი და ერთმანეთს გაუწიეს პაექრობა. აღნიშნული წრე და მსგავსი შეხვედრები შეუწყობს ხელს მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღებისა უნარს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს