დმანისის N2 საჯარო სკოლაში „ჯანსაღი ცხოვრების წესის კვირეული“ ჩატარდა
04-01-2019
დმანისის N2 საჯარო სკოლაში, დირექტორის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესის კვირეული“ განხორციელდა. პროექტში V-XI კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასებში აღნიშნულ საკითხზე დისკუსიები გაიმართა, რის შემდეგაც თითოეულმა კლასმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა.
პროექტში მონაწილეობდა სკოლის ექიმიც, რომელიც III-IV კლასის მოსწავლეებს თემაზე - „როგორ ვიცავთ სისუფთავეს“ ესსაუბრა.
პროექტის ფარგლებში სკოლის თვითმართველობამ საკლასო ოთახების სანიტარული მდგომარეობის მონიტორინგი ჩაატარა.
მოსწავლეები, რომლებმაც პროექტის მსვლელობისას ყველაზე მეტად იაქტიურეს სიგელებით დაჯილდოვდნენ. იხილეთ ფოტოები