სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები ცნობილია
03-01-2019
განათლების განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ეტაპებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.

პირველი ეტაპი: 


1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთათვის ვაკანტური ადგილების შესახებ წერილობითი განაცხადის (თანდართული ელექტრონული ფორმა) ცენტრში წარდგენის ვადა - 2019 წლის 8 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით; 

2. ცენტრის მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2019 წლის 14 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით.
 
მეორე ეტაპი: 

1. სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 1 თებერვლის 18:00 სთ-მდე; 

2. სტუდენტთა მიერ მობილობის საფასურის გადახდის ვადა - 2019 წლის 17 იანვრის 12:00 საათიდან 1 თებერვლის 18:00 სთ-მდე; 

3. ელექტრონულ პორტალზე მობილობის შედეგების გამოქვეყნების ვადა - 2019 წლის 6 თებერვალი. 

მესამე ეტაპი: 

1. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტის მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცხადების ვადა - მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები; 

2. მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის მობილობის თაობაზე წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა - მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები; 

3. მიმღები დაწესებულების მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა- მიმღები უმაღლესი დაწესებულების მიერ დადგენილი ვადები. 

მეოთხე ეტაპი: 

1. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების (თანდართული ელექტრონული ფორმით) ცენტრში წარდგენის ვადა არაუგვიანეს - 2019 წლის 6 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით; 

2. სამართლებრივი აქტების პროექტებზე ცენტრის მიერ დასკვნების გაცემის ვადა - 2019 წლის 15 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით; 

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა - 2019 წლის პირველ მარტამდე. 

მეხუთე ეტაპი: 


1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში ასახვის ვადა არაუგვიანეს- 2019 წლის 4 მარტისა; 

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ გამოცემული ბრძანების ცენტრში წარდგენის ვადა არაუგვიანეს - 2019 წლის 5 მარტისა; 

3. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემის ვადა - 2019 წლის 6 მარტის ჩათვლით; 

4. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ასახვის ვადა- 2019 წლის 6 მარტის ჩათვლით; 

5. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის ელექტრონული ვერსია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად ცენტრს წარედგინება- 2018 წლის 7 მარტამდე; 

6. მობილობით გადასული სტუდენტების მიმართ სტატუსის შეწყვეტის შესახებ გამოცემული ბრძანებიდან ამონაწერის (თანდართული დოკუმენტებით) გაცემის ვადა -სტუდენტის მიმართვიდან 1 კვირა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203