გორისის საჯარო სკოლაში საახალწლო კარნავალი მოეწყო
31-12-2018
საჩხერის მუნიციპალიტეტის გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი ჩაატარეს და საუკეთესო საახალწლო განწყობა შექმნეს.

ღონისძიებაზე, რომელიც გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა, მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს. მათ გამოავლინეს იუმორის, ცეკვის, პაროდიის და მხატვრული კითხვის ნიჭი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203