დამიის საჯარო სკოლაში ახალი წლის ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ
31-12-2018
2019 წლისათვის მზადება დამიის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობდა.
ქართული ენის წრის „ცისარტყელას“ მოსწავლეებმა საახალწლო სამზადისი შემართებით დაიწყეს და შედეგმაც არ დააყოვნა - სანახაობამ ყველას მოწონება დაიმსახურა.
ბავშვებმა ფერადი ქაღალდებისგან უამრავი პეპელა დაამზადეს და სკოლის დერეფანში ორიგამის ორიგინალური ნაძვის ხე აღმართეს, მუყაოს ყუთებისაგან გაკეთებული ბუხარი სახალწლოდ მორთეს, გააკეთეს დეკორაციები, მისალოცები, აფიშები და სასწავლებლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და სხვა მსურველები საახალწლო ღონისძიებაზე მიიპატიჟეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს