მარტუნის საჯარო სკოლაში საშობაო და საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
31-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, მარტუნის საჯარო სკოლაში საშობაო და საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. საშობაო ღონისძიებას ორგანიზება რუსული ენის მასწავლებელმა რიტა გუკასიანმა გაუწია და 21 დეკემბერს ჩატარდა.
ღონისძიებაში სომხური სექტორის II-VIII კლასების მოწავლეები მონაწილეობდნენ.
25 დეკემბერს კი სკოლის აღსაზრდელებმა, დამრიგებლების ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ქართულ და სომხურ ენებზე მიმდინარეობდა. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და მულტფილმების გმირები გააცოცხლეს.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებ თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს