ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ხევის საჯაროს სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
31-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ხევის საჯაროს სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა წარუდგინეს, საახალწლო თემატიკაზე შექმნილი სიმღერები იმღერეს, სპექტაკლი დადგეს და ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
„მადლობა პატარებს და პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისთვის და შესანიშნავი ღონისძიებისთვის. მოსწავლეებს, მშობლებსა და სკოლის მთელ კოლექტივს ვუსურვებთ წარმატებებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო