გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება - „მრავალ ახალ წელს!“ გაიმართა
31-12-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება - „მრავალ ახალ წელს!“ გაიმართა.

ღონისძიებაში V-VI-VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ზეიმს პედაგოგები ნათია ყაჟეიშვილი და შორენა ჟღენტი ხელმძღვანელობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თემატური სიმღერები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ჰანს ქრისტიან ანდერსენის „ასანთის გამყიდველი გოგონა“ დადგეს და  საახალწლო თემაზე შექმნილი იუმორისტული სკეტჩები გაითამაშეს.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია - „წამო ვარიგოთ სიკეთე!“ დააანონსეს, რომელის ჩატარებას სკოლის აღსაზრდელები 1-ელ იანვარს გეგმავენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203