აზერბაიჯანელი მოსწავლეების გულითადი მილოცვა სრულიად საქართველოს
03-01-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სრულიად საქართველოს დამდეგ შობა ახალ- წელს ულოცავენ.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა , ამავე სკოლის ქართული ენის მასწავლებლის ხათუნა ჭეშურაშვილის დახმარებით დადგეს სპექტაკლი ქართულ ენაზე ("ზეიმი სხვენში" - რეზო ინანიშვილი).
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან მანანა ცუცქრიძესთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდა იორმუღანლოს სკოლის დირექტორი ვაგიბ ახმედოვი და სპექტაკლზე საგანგებოდ მიწვეული სტუმარი, საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩენპიონატ "ეტალონის" ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებთან ერთად ჩაწერეს საახალწლო ვიდეო მილოცვა სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს