კიროვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმზე თეატრალური დადგმაც წარმოადგინეს
28-12-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის კიროვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი მოაწყეს.

კერძოდ, მათ თემატურ ლექსებთან და სიმღერებთან ერთად, პედაგოგებისთვის სპეციალური სიტყვა მოამზადეს, სადაც საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.

ასევე, მოწაფეებმა მცირე თეატრალური დადგმაც წარმოადგინეს, რომელშიც, დამსწრე საზოგადოების შეფასებით, ნიჭიერება გამოავლინეს.

სკოლის დირექციის ცნობით, ზეიმმა საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203