ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახალწლო ზღაპარი დადგეს
28-12-2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ირმა მალაციძის პიესის მიხედვით სახალწლო ზღაპარი დადგეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარსდგნენ.
მეხუთეკლასელებმა როლები ოსტატურად შეასრულეს და შემოქმედებითი ნიჭი და უნარები წარმოაჩინეს.