
ახალციხის N5 საჯარო სკოლის Vდ კლასში (კლასის ხელმძღვანელი: მარიამ ნასყიდაშვილი) პირველი სემესტრის შეჯამება საახალწლო, სადღესასწაულო განწყობის ფონზე წარიმართა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები ინგლისურ ენაზე, ასევე შეასრულეს იუმორისტული ნომრები და ცეკვები.
ღონისძიების დასასრულს კი მოხდა საიდუმლო სანტას საჩუქრების გადაცემა, რამაც პატარებს საახალწლო განწყობა გაუორმაგა და სიხარულით აუვსო გულები.
იხილეთ ფოტოები