ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
28-12-2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

თვითმართველობის თავმჯდომარე მარიამ ქავთარაძეა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღრეს და მინი-სპექტაკლები დადგეს.

„მონაწილეები ერთმანეთს ლექსების კითხვაში, სიმღერაში, ცეკვა-თამაშსა და ზღაპრის გმირების „გაცოცხლებაში“ შეეჯიბრნენ. ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. მონაწილეები მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203