კნოლევის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
28-12-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის კნოლევის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება, წინასაახალწლო განწყობის შექმნა და შემოქმედებითი უნარის განვითარება იყო.
ზეიმში სკოლის ყველა კლასი მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მეტად სახალისო სკეტჩი საახალწლო თემაზე, ცეკვები, ლექსები და სიმღერები.
ღონისძიებას პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ბოლოს პედაგოგებმა მიმართეს ბავშვებს და დამსწრე საზოგადოებას და ახალი წელი მიულოცეს.