საახალწლო ზეიმი ლუხვანოს საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა თოვლის პაპასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს
28-12-2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლუხვანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი ჩაატარეს.

სკოლის დირექციის ცნობით, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები შეასრულეს და მცირე თეატრალური დადგმაც წარადგინეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა დამსწრე აუდიტორიის - მშობელთა და პედაგოგთა მოწონება დაიმსახურა.

დასასრულს, ლუხვანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები თოვლის პაპამ დაასაჩუქრა, რომელთანაც პატარებმა სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203