ახალსოფლის საჯარო სკოლაში საშობაო მეჯლისი გაიმართა
28-12-2018
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში საშობაო მეჯლისი ჩატარდა.

საშობაო მეჯლისი სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მხარდაჭერით და პედაგოგ მაია ბრეგაძის რეჟისურით გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ზღაპრის გმირების სახით მოსწავლეები ბევრ პრობლემურ საკითხს შეეხენ, ისაუბრეს ბავშვობის განუმეორებელ ხიბლსა და პატარების სამყაროს ჯადოსნურობაზე, რითც მოუწოდეს დედებს არ დაიზარონ შვილებისთვის ზღაპრების კითხვა.

„ღონისძიებას ლაიტ-მოტივად პატარა-უფლისწულიდან ეკზიუპერის ფრაზა - „დიდებს გაგება სჭირდებათ, მათ ხომ ბევრი რამ არ ესმით!“ გასდევდა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203