დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზღაპარი დადგეს
28-12-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დილისკის N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ზღაპარი დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ზღაპარი ქართულ ენაზე წარუდგინეს. მეშვიდეკლასელებმა ასევე ქართული ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას ორგანიზება არაქართული სკოლების პროფესიული განვითარების კონსულტანტ მასწავლებელმა იამზე მსხვილიძემ და დამხმარე მასწავლებელმა ხატია ჯვარიძემ გაუწიეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს