მუხურის თემის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ანსამბლი „ნაცხა“ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა
28-12-2018

მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ჩხოროწყუში სანტა კლაუსისა და ფიფქიას ფორმაში ჩაცმულმა ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრებმა კონცერტი გამართეს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ანსამბლი „ნაცხა“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის  მუხურის თემის საჯარო სკოლის ბაზაზე არსებობს.

ნიჭიერი ქორეოგრაფი, ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი სალომე ჩიქოვანი მუხურის თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ.

კონცერტი საქველმოქმედო იყო და დიდი ანშლაგით ჩაიარა.

წინასაახალწლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და ხანდაზმულებს საჩუქრებიც გადასცეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203