ლექსები, სიმღერები, ცეკვები - მოხვის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
28-12-2018
საჩხერის მუნიციპალიტეტის მოხვის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, ცეკვები და სიმღერები შეასრულეს და იუმორისტული ნომრებიც დადგეს. 

დასასრულს, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით მორთულ საკლასო ოთახში პედაგოგებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, ზეიმი შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203