ღორთუბნის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინეს
28-12-2018

ადიგენის მუნიციპალიტეტის ღორთუბნის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 27 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა პედაგოგ დონარ ბერიძის ხელმძღვანელობით, თავიანთი შემოქმედება წარმოაჩინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის თანამშრომლები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

სკოლის დირექტორი რომან მარკოიძის ცნობით, სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ორგანიზატორებს, მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას ბავშვების შემოქმედების დაფასებისათვის და თანადგომისათვის.

„ვულოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს“,-ამბობს  სკოლის დირექტორი რომან მარკოიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203