ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები ჩაატარეს
28-12-2018
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეების, დავით სივსივაძის, ნიკა აბულაძის და გვანცა ტუღუშის ინიციატივით, შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. კერძოდ, VIII, IX და X კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ინტელექტუალური, შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები განხორციელდა და აქცია „შეზღუდულობა დაძლევადია“ მოეწყო.
პროექტის ორგანიზატორი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი რუსიკო კუპრაძე გახლდათ. სკოლის დირექციის შეფასებით, აქტივობა ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.