უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს
28-12-2018
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, უჯარმის საჯარო სკოლის კლუბის - „ვახტანგისანის“ წევრებმა პრეზენტაცია - „ჩვენი სოფელი“უჯარმა“ ჩაატარეს. პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებას მარიამ კიბაბიძემ და შოთიკო დურგლიშვილმა წარუდგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ისაუბრეს თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფელ უჯარმას საქართველოს ისტორიაში. იხილეთ ფოტოები