ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს თოვლის პაპამ სურვილები აუსრულა
28-12-2018
ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო და სახალისო ღონისძიება მოაწყვეს.

კერძოდ, მოსწავლეებმა ზეიმზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და სახალისო სპექტაკლებიც დადგეს.

აღნიშნულს ხელმძღვანელობდა ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი. მას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, ასევე ჩანახჩის საჯარო სკოლიდან მოწვეული სტუმრები.

სკოლის დირექციის ცნობით, განსაკუთრებული მოწონება ხელოვნების პედაგოგის ვლადიმერ მელაშვილის მიერ გაფორმებულმა დარბაზმა დაიმსახურა - მან სპეციალურად ღონისძიებისთვის სხვადასხვა დეკორაცია შექმნა.

დასასრულს, მოსწავლეებს სკოლის დირექციამ ოცნებები აუსრულა - თითოეულ მათგანთან  თოვლის პაპამ  სწორედ ის საჩუქარი მიიტანა, რომლებზეც ისინი მისდამი მიძღვნილ წერილში წერდნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203