სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ილიაწმინდას სკოლაში საახალწლო ზეიმი გაიმართა. ღონისძიებაში დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა წარმოადგინეს, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სკეტჩები გაითამაშეს. იხილეთ ფოტოები