შუქრუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაში „მსოფლიოს ქვეყნების საახალწლო ტრადიციები“ მონაწილეობდნენ
28-12-2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ღონისძიება  თემაზე „მსოფლიოს ქვეყნების საახალწლო ტრადიციები“.

ღონისძიების ინიციატორი ჭიათურის სასწავლო-საგანმანათლებლო და კულტურულ შემოქმედებითი ცენტრის კულტურული მემკვიდრების განვითარების დეპარტამენტი იყო.

აღნიშნულ ღონისძიებაში  შუქრუთის N1 საჯარო სკოლის 10-11 კლასის მოსწავლეები ნინი ლაბაძე, ჯულიეტა სარიარაშვილი, მარიამ დარბაიძე, ნინო კაპანაძე და ტასო ყაველაშვილი მონაწილეობდნენ.

მათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საახალწლო ტრადიციები წარმოადგინეს და დაიმსახურეს დიდი მოწონება. აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებიც გადაეცათ.

ღონისძიება მიმდინარე წლის 27 დეკემბერს ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203