„ჩემი კრეატიული ნაძვის ხე“ - ახალსოფლის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
28-12-2018
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლაში V-XII მოსწავლეების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას საერთო ხელმძღვანელობას სკოლის მუსიკის პედაგოგი ნაზი მაღალდაძე უწევდა.
ასევე, საორგანიზაციო საკითხებში აქტიურად იყვნენ ჩართულები ხელოვნების მასწავლებელი ლია კუნელაური და პედაგოგი ლალი ფრეწუაშვილი.
აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა ახალ წელს ლექსები, სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს. შემდეგ კი კონკურსი - „ჩემი კრეატიული ნაძვის ხე“ გაიმართა, სადაც გამარჯვებულიც გამოვლინდა.
დასასრულს, მონაწილეებს საპატიო სიგელი გადაეცათ.
სკოლის დირექცია ყველა კლასს და დამრიგებლებს ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობისათვის მადლობას უხდის.