შემოქმედის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა საახალწლო ზეიმი გამართეს
28-12-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოქმედის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობა უკვე იგრძნობა.
„სასიხარულო და სასიამოვნო განცდაა ახალი წლის მოლოდინი. გურიაში კი განსაკუთრებით, რადგან „სულმა წინ, წინ გეიპარა“ და ამიტომ, ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით შეეგებნენ შემოქმედის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეები დამდეგ 2019 წელს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეებთან ერთად იმღერა და იცეკვა მათმა კლასის ხელმძღვანელმა მარინა მუკბანიანმა.
ამ სანახაობამ აღაფრთოვანა სანტა კლაუსი (მასწავლებელი ქეთევან ქათამიძე) და ზეიმს შემოუერთდა. მან ბავშვებს, სტუმრებს, სრულიად საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა, პატარები კი დაასაჩუქრა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს