თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დიდგორის საჯარო სკოლაში ცეკვის წრე ფუნქციონირებს.
წრეს ლინა ქანთარია ხელმძღვანელობს, რომელმაც საზოგადოებრივ საწყისებზე მოამზადა მოსწავლეები და მშობლებისა და პედაგოგების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა საახალწლო ღონისძიებაზე წარმოდგენილი ცეკვებით.
საახალწლო ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ სკოლის პედაგოგებიც.
მათმა ღონისძიებამ რაიონიდან მიწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.
დიდგორის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის ლინა ქანთარიას და უსურვებს წარმატებებს.