გურკელის საჯარო სკოლაში პროექტი - „ზღაპრების სამყაროში“ განახორციელეს
28-12-2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის, გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „იმედი“ წევრებმა პროექტი - „ზღაპრების სამყაროში“ განახორციელეს. პროექტში I -VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს. პროექტში გამარჯვებული სამეული სიმბოლური საჩუქრებით - ზღაპრების წიგნებით დაჯილდოვდა. იხილეთ ფოტოები