ქვემო მახოს საჯარო სკოლის პედაგოგმა შიდა შეფასების გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები და მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა გამოიყენა
28-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ქვემო მახოს საჯარო სკოლის II კლასში მათემატიკაში შიდა შეფასების გაკვეთილი ჩატარდა.

სასწავლო პროცესს ციცინო სამნიძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - „წერტილი, მონაკვეთი, ტეხილი, მრუდი, წირი“. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები და მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა გამოიყენა. 

მოსწავლეები გაეცნენ ახალ ცნებებს - წერტილს, მონაკვეთს, ტეხილს/შეკრულ ტეხილს, მრუდს/ შეკრულ მრუდს. მეორეკლასელებმა ისინი ამოიცნეს ფიგურათა ერთობლიობიდან და რეალურ სიტუაციებში აღწერეს. 

გაკვეთილს შეფასების ჯგუფი ესწრებოდა. ჯგუფის წევრებმა - ქიშვარდი გორგოშაძემ, ნონა გოგოტიძემ და სალომე ლორთქიფანიძემ გაკვეთილი დადებითად შეაფასეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203