„სომხურ-ქართული საახალწლო ტრადიციები“ - არაგვის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
27-12-2018
არაგვის საჯარო სკოლაში საახალწლო წარმოდგენა „სომხურ-ქართული საახალწლო ტრადიციები“ გაიმართა.
წარმოდგენა მეცხრეკლასელებმა, დამრიგებლის, ლიდა ქურდოღლიანის და ქართულის მასწავლებლის, მაია გელაშვილის ხელმძღვანელობით გამართეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა განასახიერეს, თუ რა ხდება ქართულ და სომხურ ოჯახებში წინასაახალწლოდ, რა ტრადიციებია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შეასრულეს ქართულ - სომხური სიმღერები და ცეკვები.
წარმოდგენას სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო